„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპის გაერთიანებაში, ვლადიმერ პუტინს დიდი წვლილი მიუძღვის. მან შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპას უბიძგა, გაეცნობიერებინა თავისი ძალა, რომლის გამოსაყენებლადაც იგი უკვე მზადაა.
„ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით, დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას; ეს ის ევროპაა, რომელიც აცნობიერებს თავის ძალას და მზადაა მის გამოსაყენებლად. გერმანიის ცვლილება, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება ისტორიული ფაქტია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RFI-სთან ინტერვიუში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press