„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს.
მან ასევე, დიდი მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და დასძინა, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ.
„მე დღეს, ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთი იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენც იქ ვართ და ჩვენც იქ ვიქნებით, მინდა აქედან გადავცე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისათვის დიდი მადლობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე, ვიდეოჩართვის დროს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press