ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭო მას შემდეგ შეიკრიბა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა უკრაინაში, რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის გამო, საგანგებო შეხვედრის ჩატარება მოითხოვეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ს წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები „თავზეხელაღებული“ და „სახიფათო“ იყო.
„წუხელ, მსოფლიომ ატომური კატასტროფა, ღვთის მადლით, ძლივს აიცილა“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, რუსული ძალები 20 მილის (32 კმ) დაშორებით არიან სხვა ბირთვული ობიექტიდან, რაც მსოფლიოს „გარდაუვალი საფრთხეს“ მაინც უქმნის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press