„მინდა მოგმართოთ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, თუ უკრაინა ძლიერად არ იდგება, ამას ვერც ევროპა შეძლებს. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თბილისში გამართულ აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ეს მთელი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს.
„მინდა მოგმართოთ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინასა და ჩვენს ძალისხმევას, ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა ძლიერად არ იდგება, ამას ვერც ევროპა შეძლებს. თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გთხოვთ, ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის იქნება, ეს თავისუფლების გამარჯვება იქნება, სინათლის გამარჯვება სიბნელეზე, თავისუფლების გამარჯვება მონობაზე. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავხდებით ისეთივე აყვავებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას. ვილნიუსი, ფრანკფურტი, თბილისი, ბრატისლავა, პრაღა, პარიზი - თქვენ დღეს ყველანი უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press