რუსეთი აპირებს, უახლოეს დღეებსა და კვირებში უკრაინაში კიდევ 1 000 დაქირავებული განათავსოს - ინფორმაციას CNN-ი, დაზვერვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთი ქალაქებს დაბომბავს, რამაც, შესაძლოა, მრავალი მშვიდობიანი ადამიანი იმსხვერპლოს.
დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა უკვე დაინახა "გარკვეული მინიშნებები", რომ რუსი დაქირავებული ჯარისკაცები შესაძლოა იყვნენ ჩართული მოსკოვის უკრაინაში შეჭრაში "ზოგიერთ ადგილას", თუმცა უცნობია ზუსტად სად ან რა რაოდენობით.
მისივე ცნობით, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში კიდევ 1000-მდე დაქირავებული ოკუპანტის განლაგებას გეგმავს. როგორც მან CNN-ს უთხრა, აშშ მიიჩნევს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინაში "ცუდად იმუშავეს, რადგან უკრაინელების მოსალოდნელზე უფრო მკაცრ წინააღმდეგობას" წააწყდნენ.
ამავდროულად, აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები მოელიან რომ რუსეთი, უკრაინის მოსახლეობის ძირითად ცენტრებსა და მათ შორის დედაქალაქ კიევზე, დარტყმებს განახორციელებს.
"როგორც ჩანს, რუსეთი მზად არის „დაბომბოს ქალაქები დამორჩილების მიზნით“, თქვა დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინისთვის კიდევ უფრო რთული დღეები იქნება.
„მომავალი დღეები, სავარაუდოდ, უარესი იქნება, მეტი სიკვდილით, მეტი ტანჯვით და მეტი ნგრევით, რადგან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შემოაქვს უფრო მძიმე შეიარაღება და განაგრძობს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press