უკრაინელებო, პარტნიორებთან ერთად ერთად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. - ასე მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინელლებს.
ჯონსონის განცხადებით, უპრეცენდენტო სანქციებით მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია.
"მივმართავ უკრაინელებს, რომლებიც ახლა დიდ ბრიტანეთში, უკრაინასა და მის მეზობელ ქვეყნებში არიან. უკრაინელებო, ჩვენ პარტნიორებთან ერთად ერთად ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მხარი დაგიჭიროთ და ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გავზარდოთ. ყველაფერს ვაკეთებთ არა მხოლოდ თქვენი სამშობლოსთვის, არამედ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ერთად, რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დავუწესეთ და ამაზე არ გავჩერდებით მანამ, სანამ ის ამ აგრესიას არ შეაჩერებს. მთელმა მსოფლიომ პუტინსა და მის რეჟიმს ზურგი აქცია. რუსეთთან თანამშრომლობა და მათი მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში შეჩერებულია. პუტინმა ანგარიშის დროს სერიოზული შეცდომა დაუშვა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა და მისი ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთად დადგა. რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს, პუტინი აუცილებლად უნდა დამარცხდეს", - განაცხადა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press