Foto

CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს

ამერიკული ტელეკომპანია CNN აცხადებს, რომ რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. 

მედია აცხადებს, რომ ეს არის პასუხი რუსეთის ხელისუფლებას მედიისთვის დაწესებული კანონისთვის.

„CNN რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და ჩვენს შემდეგ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას მივიღებთ" - განაცხადა კომპანიის პრესსამსახურმა.

რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა BBC-მ და CBC-მ და Bloomberg-მა. 

მანამდე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სისხლის სამართლის დევნას ითვალისწინებს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ყალბი ამბების საჯაროდ გავრცელებას. კანონს მხარი სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭო ერთხმად დაუჭირეს. ცვლილება 4 მარტს შევიდა ძალაში.