ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა და ნატოსთან მუშაობა, რათა დაკეტოს ცა, რათა დაიცვას უკრაინა რუსული ავიაციისგან. - გამოკითხვის შედეგებს Reuters ავრცელებს.
ხუთშაბათსა და პარასკევს ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელების აღშფოთება იზრდება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო. ამერიკელთა დაახლოებით 74%-მა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ნატოს მოკავშირეებმა უნდა დაკეტონ ცა უკრაინის თავზე. ასევე, გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. უფრო მეტიც, ამერიკელთა 81%-ს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესოს, წინასწარი გამოკითხვის 77%-თან შედარებით. გამოკითხულთა დაახლოებით 77% ეთანხმება, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ რუს ოლიგარქებს უნდა ჩამოართვან აქტივები. თუმცა, Reuters/Ipsos-ის გამოკითხვაში გამოკითხულთა დაახლოებით 62%-მა თქვა, რომ კრიზისის გამო ღირს საწვავსა და გაზზე მეტი გადახდა სხვა დემოკრატიული ქვეყნის (უკრაინის - რედ.) დასაცავად. გამოკითხვის რესპონდენტთა უმრავლესობამ - 72%-მა განაცხადა, რომ თვლის, რომ აშშ-მ უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ამერიკელთა დაახლოებით 74%-მა დაადასტურა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა მიიღოს უკრაინელი ლტოლვილები. გამოკითხვა უკრაინის შესახებ ჩატარდა ონლაინ და ინგლისურად მთელს შეერთებულ შტატებში და თითეულ შტატში მოიცავდა 831 ზრდასრულ ადამიანს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press