პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ უკრაინას ყველა საერთაშორისო დონეეზე მხარი დაუჭირა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა უკრაინაში ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
„მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობის გამოხატვით უკრაინელი მეგობრების მიმართ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის რაც ხდება უკრაინაში, მინდა ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო. ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და ამას გავაგრძელებთ.
დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში, უკრაინელების დასახმარებლად. ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავგზავნით. ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე რჩებოდა და რჩება უკრაინაში.
ჩვენთვის ყველასთვის ის ომი, რაც ხდება უკრაინაში, კატეგორიულად მიუღებელია და ყველანი ვლოცულობთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდს უკრაინაში. ადამიანები კვდებიან, ეს არის სამწუხარო ფაქტი და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press