Foto

შარლ მიშელი - ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოვუწოდე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში არსებულ „ტრაგიკულ“ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან ევროკავშირის სახელით, რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, „უმკაცრესად“ დაგმო და მიმართა, საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს, შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხიც.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან უკრაინაში არსებული ტრაგიკული ვითარება განვიხილე.

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერ“-ზე.

პრეზიდენტს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები, უზრუნველყოს „ჰუმანიტარული კოლიდორის“ უსაფრთხო გავლა და დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.

ხაზგასმით აღვნიშნე, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაც.

ასევე, შემდგომი კონტაქტების შენარჩუნებაზეც შევთანხმდით“, - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.