რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ბელარუსში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით იტყობინება.
შეხვედრა ბელარუსის ქალაქ ბრესტში შედგა.
მოსკოვის დელეგაციას სათავეში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი ედგა.
ოფიციალური კიევის მხარეს კი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი წარმოადგენდა.
მოლაპარაკებები, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს ეხებოდა.
„მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. ჰუმანიტარული დერეფნების ლოგისტიკის გაუმჯობესებაში არის მცირე პოზიტიური შეფერხებები... რეგულაციების ძირითად პოლიტიკურ ბლოკთან დაკავშირებით, ინტენსიური კონსულტაციები, ცეცხლის შეწყვეტასა და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, გაგრძელდა“, - ამის შესახებ „ტვიტერ“-ზე მიხაილ პოდოლიაკი წერს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინაში ომის დასასრულებლად, სხვადასხვა პირობები აქვს დაყენებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press