Foto

კანადა რუსეთის მიერ უკრაინაში „გაუმართლებელი შეჭრის“ 10 ფიზიკურ პირს სანქციებს დაუწესებს

კანადამ რუსეთის მიერ უკრაინაში „გაუმართლებელი შეჭრის“ მიზეზით, 10 პირის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ათეულში „ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ოლიგარქები და რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდამჭერები“ მოხვდნენ.

დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მან დაამატა, რომ ეს პირები რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისის, ალექსეი ნავალნის მიერ შედგენილი სიიდან აიყვანეს.