იაპონიამ გამოაქვეყნა სანქციების მესამე რაუნდი რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით ახალი სანქციების პაკეტი ითვალისწინებს პერსონალური სანქციების დაწესებას კიდევ 20 რუსის წინააღმდეგ - მათ შორის ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის შტაბის მოადგილეები, სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი და მთავრობასთან მჭიდრო კავშირის მქონე კომპანიების აღმასრულებლები. "ვოლგა ჯგუფის", "ტრანსნეფტის" და "ვაგნერის".
ასევე, საქნციები შეეხება ბელარუსის 12 მოქალაქეს, 2 რუსულ და 12 ბელარუსულ ორგანიზაციას.
იაპონიამ ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობისა და ბელორუსისკენ მიმავალი ზოგადი დანიშნულების ნივთების ექსპორტზე, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მისმა სამხედროებმა.
შეგახსენებთ, მანამდე იაპონიის მთავრობამ აკრძალა ქვეყანაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. გარდა ამისა, ეს პირები იაპონიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, რადგან სანქციები მათ ვიზებსაც შეეხებათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press