Foto

ვლადიმერ პუტინი - სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებს არ გამოვიძახებთ

ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სარვამარტო ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. არ მოხდება რეზერვისტების დამატებით გამოძახება. დაკისრებულ ამოცანებს მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ისინი საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის მოსახლეობის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა პუტინმა.