Foto

ჟოზეფ ბორელი - გთავაზობთ ახალ მექანიზმს, რომელიც დეზინფორმაციის გამავრცელებელ პირებზე, სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს

„შემოგთავაზებთ ახალ მექანიზმს, რომელიც ამ მავნე დეზინფორმაციის გამავრცელებელ პირებზე, სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს“, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „საგარეო მანიპულირების მცდელობებისგან“ დემოკრატიის დაცვა მნიშვნელოვანია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია საგარეო ჩარევისა და მანიპულირების მცდელობებისგან.

მე შემოგთავაზებთ ახალ ჰორიზონტალურ რეჟიმს, რომელიც დეზინფორმაციის ბოროტმოქმედი აქტორებისთვის სანქციების დაწესების საშუალებას მოგვცემს.

ეს იქნება უფრო ფართო ხელსაწყოების ნაწილი, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს შეკავებასა და მოქმედებასთან დაკავშირებით გააძლიერებს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.