უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა თავიანთი საქმიანობა რუსეთში, გაყინონ ან შეწყვიტონ.
„მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას შეუერთდეთ ეთიკურად და სოციალურად პასუხისმგებელ გლობალურ ბიზნესს, რომლებმაც უკვე შეაჩერეს ან გაყინეს ოპერაციები რუსეთის ფედერაციასთან ან მის ტერიტორიაზე. რომლებიც უარს ამბობენ რუსული ძალადობის, მკვლელობებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაფინანსებაზე მათი გადასახადებით.
როგორც კი უკრაინა მოიგებს ამ ომს, ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განახლებას, გავაგრძელებთ რეფორმების გზას, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამასთან დაკავშირებით, მინდა მოვიწვიო თქვენი კომპანია, გამოუცხადოს სოლიდარობა უკრაინას და შეუერთდეს სხვა მრავალეროვნულ კომპანიებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, დაიწყოს ან განაახლონ ბიზნესი ჩემს ქვეყანაში“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ცნობისთის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთმა ისეთმა დიდმა კომპანამ გადაწყვიტა საქმიანობის შეჩერება, როგორიცაა Apple, Zara, Sephora და სხვები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press