„11 დღეში, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გრძელდებოდა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკს რეზნიკოვმა განაცხადა.
მან ვიდეომიმართვისას, უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, რომ მათ არ უნდა შეეშინდეთ.
„მინდა გითხრათ, რომ არ შეგესინდეთ. ნუ გეშინიათ, ისე, როგორც არ გვეშინია ჩვენ. 11 დღეში, უკრაინელმა სამხედროებმა 11 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ეს რიცხვი იმაზე მეტია, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, რომელიც 6 წელი გრძელდებოდა. რამდენიმე დღეც და რუსეთის დანაკარგი - დაღუპულები და დაჭრილები ავღანეთის 10-წლიანი ომის დანაკარგს გადაწონის. ჩვენ 300 ტანკი, 1 000 ჯავშანმანქანა და 40-ზე მეტი თვითმფრინავი უკვე გავანადგურეთ“, - აღნიშნა ოლეკს რეზნიკოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press