ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმაურება და აკრიტიკებს.
„დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში, 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს“, - წერს ევროპარლამენტარი.
დონალდ ტუსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა ქმედებებში გამოიხატება.
„სოლიდარობა მოქმედებაში. დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელ ლტოლვილებს 50 ვიზა მისცა, ხოლო პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს. „ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ“, - თქვა ბორის ჯონსონმა“, - წერს „ტვიტერ“-ზე დონალდ ტუსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press