დღეს, კიევთან ახლოს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტებისგან გამოსროლილი რაკეტა ჩამოაგდო.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რაკეტის დაცემას ფართომასშტაბიანი ხანძარი მოჰყვა. ადგილზე უკრაინის სამაშველო ჯგუფი მობილიზებულია.
„ნახევარი საათის წინ ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ, ბროვარსკის რაიონის სოფელ კალინოვკაზე, კიდევ ერთი კალიბრის საკრუიზო რაკეტა ჩამოაგდო. რაკეტის ფრაგმენტები დაეცა საბაჟო საწყობს. გაჩნდა ხანძარი. მაშველები შემთხვევაზე მუშაობენ. დიდება უკრაინის საჰაერო თავდაცვას“, - წერს ანტონ გერაშჩენკო Telegram-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press