აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, განაცხადა, რომ „გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“.
"ვფიქრობ, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ახლა მკვდარია, "არა მგონია, რომ ვინმემ ოდესმე გააცოცხლოს იგი." - განაცხადა ნულანდმა.
მისივე განცხადებით, გერმანიის ყოფილმა მთავრობამ უარი თქვა უკრაინის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, შეერთებული შტატებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის მოწოდებებზე, შეეჩერებინათ ეს 11 მილიარდი დოლარის პროექტი. ოლაფ შოლცის ახალმა მთავრობამ ჯერ შეაჩერა გაზსადენის სერტიფიცირება, შემდეგ კი, როდესაც რუსეთმა უკრაინას შეუტია, გამოაცხადა, რომ სერტიფიცირება არ მოხდებოდა.
„ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ზემოქმედება გლობალურ ენერგომომარაგებაზე და თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ენერგიის ექსპორტის იარაღი“, - თქვა ნულანდმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press