Foto

უკრაინის პრემიერი - გვჭირდება უკრაინის ცის დახურვა, მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები იღუპებიან

უკრაინის პრემიერი უკრაინელებს და მთელი მსოფლიოს ხალხს მოუწოდებს გამოვიდნენ საკუთარი ქალაქის მოედნებზე, რადგან უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დაკეტვა სჭირდება.

"უკრაინელებო და ადამიანებო მთელი მსოფლიოს, უკრაინის ქალაქების დაბომბვა უნდა შეწყდეს. სამოქალაქო პირები და ბავშვები იღუპებიან რაკეტებითა და ბომბებით შეტევისას. გამოდით თქვენი ქალაქის მოედნებზე 9, 10 და 11 მარტს. ჩვენ ან უნდა დავიხუროთ ცა უკრაინის თავზე, ან უბრალოდ მივიღოთ დახმარება ამისთვის, რომ ეს  თავად გავაკეთოთ." - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი Twitter-ზე.