შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პირები, რომლებმაც სამართალდამცავებს მთავრობის ადმინისტრაციასთან ფქვილი შეაყარეს და „კეტჩუპი“ შეასხეს, მკაცრად დაისჯებიან.
„მადლობა მინდა მოვუცადო ყველა პოლიციელს, რომლებიც ვაჟკაცურად დგანან და ითმენენ. ისინი 3-4 დღე გარეთ არიან იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. ისინი დგანან იქ და უკაცრავად, მაგრამ ტუალეტის ქაღალდებს და ფქვილს აყრიან და „კეტჩუპს“ ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი, ამას რა დავარქვა. ეს არის ძალიან არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან კიდეც მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება და ამას არასდროს ვაპატიებთ“, - განაცხადა გომელაურმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press