უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსმა ოკუპანტებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის საბჭო განცხადებაში ავრცელებს.
„რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ბავშვთა საავადმყოფოზე რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს. ნგრევა კოლოსალური იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ UAraz-ის ეთერში გაავრცელა.
„ამ დროისთვის მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 17 ადამიანს შეადგენს. დაშავებულებს შორის სამედიცინო პერსონალი და ორსული ქალები არიან. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადა პაველ კირილენკომ.
მისივე თქმით, ოთხშაბათს, 9 მარტის დილის მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1207 ადამიანს შეადგენს.
მომხდარს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა
და ნატო-ს კიდევ ერთხელ, რუსეთისთვის ცის დახურვისაკენ მოუწოდა.
„მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. სისასტიკე! როდემდე იქნება სამყარო ტერორის იგნორით თანამონაწილე? დახურეთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას"- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერ“-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press