Foto

ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინას 12 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინის მიმართ 12 მილიარდიანი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გააგრძელოს.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, თავიანთი ქვეყნისთვის ომში. მოვუწოდებ კონგრესს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის 12 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს“, - წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერ“-ზე.