გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, საავადმყოფოს დაბომბვის „შოკისმომგვრელ ცნობებს თვალს ადევნებს“ და აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების საავადმყოფოები და ჯანდაცვის მუშაკები „სამიზნეები არასდროს, არასდროს უნდა იყვნენ“.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, თავდასხმები ჯანდაცვის, საავადმყოფოების, ჯანდაცვის მუშაკების, სასწრაფო დახმარების მანქანებზე დაუყოვნებლივ შეწყდეს - არცერთი მათგანი სამიზნე არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
სტეფან დუჟარიკმა თქვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში „სწრაფად გაუარესებას აგრძელებს".
მისივე სიტყვით, ომის დაწყებიდან უკრაინის საზღვრები 2,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ამბავს CNN იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press