„კომპრომისების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. ეს ომი, მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი, ამ დრომდე არ ჰქონია.
„აქ კითხვა ის არ არის, რისი მიცემა შემიძლია. ყოველი მოლაპარაკების დროს, ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. მე ასევე, მზად ვარ გადავდგა გარკვეული ნაბიჯები. კომპრომისების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. და მეორე მხარეც მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის – ამიტომაც უწოდებენ მათ კომპრომისებს. ეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პრეზიდენტებს პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press