უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ქალაქ დერგაჩიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს და ტერიტორიაზე კონტროლი სრულად აიღეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტები დერგაჩიდან განდევნეს და ტერიტორიას მთლიანად აკონტროლებენ. აქ დიდი ხანია მიმდინარეობს აქტიური ბრძოლები. რუსი ოკუპანტები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი მოიგერიეს და კონტრშეტევა დაიწყეს“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.
მისივე თქმით, მტრის ტექნიკის დანაკარგებს შორის 2 ტანკი და 2 ჯავშანმანქანაა.
უკრაინის სამხედროებს დანაკარგი არ განუცდია.
„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - დასძინა UVA-ს თავმჯდომარემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press