„რაც ახლა ჩვენთან ხდება, შეიძლება თქვენც დაგემართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ თქვენ გამოც ვკვდებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას სიცოცხლე და წინა პლანზე დააყენოს ჭეშმარიტი ღირებულებები.
„იცით, არის გარკვეული ღირებულებები, რომელთა ახსნაც ძალიან რთულია, სანამ ომი შენ ქვეყანაში არ არის. მაშინ შენ აღარ ფიქრობ რეფორმებზე. აღარ ფიქრობ რაიმეს ყიდვაზე ან რეგულაციებზე. არც გაზზე და ელექტროენერგიის გაძვირებაზე. აღარ ფიქრობთ ფულის გადადებაზე შვებულებაში წასასვლელად. აღარ ფიქრობ იმაზე, რომ ყოველწლიურად გადასახადები იზრდება. ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. როცა ომი იწყება, ეს პრიორიტეტი საერთოდ არ არის. ეს არ არის ცხოვრების ნამდვილი ღირებულება. ცხოვრების ნამდვილი ღირებულებაა, რომ ცხოვრობ და არ გკლავენ. ეს არის ის, რაც ევროპამ უნდა გააკეთოს: დაიცვას სიცოცხლე და წინა პლანზე დააყენოს ჭეშმარიტი ღირებულებები. ვისურვებდი, რომ ცხოვრებაში ნამდვილი ღირებულებები დარჩეს თქვენს პრიორიტეტად. რაც ახლა ჩვენთან ხდება, შეიძლება თქვენც დაგემართოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩვენ თქვენს გამოც ვკვდებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press