Foto

ენტონი ბლინკენი - შეურაცხმყოფელია, ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კრემლის წინადადება, რუსეთსა და ბელორუსში „ევაკუაციის დერეფნების“ გახსნის შესახებ, „აბსურდული“ და უკრაინელი ხალხისადმი „შეურაცხმყოფელია“.

მან, ასევე მოსკოვს მოუწოდა, რუსული ძალების მიერ ალყაში მყოფლი ქალაქებიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს, „დაუყოვნებლივ“ უსაფრთხოდ დაატოვებინონ ტერიტორია.

„შეურაცხმყოფელია, რომ უკრაინელმა ხალხმა თავშესაფარი იმ ხელისუფლებისგან ეძიოს, რომელმაც მათი სიცოცხლე არაფრად ჩააგდო. ყველა ქვეყანას აქვს ვალდებულება შემოგვიერთდნენ, რათა მოსკოვს ეს გავაკეთებინოთ. არ არის ევაკუაციის დრო, რომ ორივე მხარეს მოვუწოდებდეთ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უკრაინის ქალაქებიდან უსაფრთხოდ დატოვებისკენ. ეს ბუნდოვანს გახდის იმ ფაქტებს, თუ რატომ არის საჭირო აღნიშნული დერეფნები და ვინ ბლოკავს მათ“, - განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრუსთან შეხვედრის დროს.