Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი რა ქვეყანაა ასეთი სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? ეს რა საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?

„რა ქვეყანაა ასეთი რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?", - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რასაც რუსი ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, ცხოველურობის საზღვრებსაც კი სცილდება.

„საბავშვო საავადმყოფო და სამშობიარო კლინიკა რითი ემუქრებოდა რუსეთის ფედერაციას? რა ქვეყანაა ასეთი ეს რუსეთის ფედერაცია, საავადმყოფოებისა და სამშობიაროების, რომ ეშინია და ანადგურებს? იქ პატარა ბანდერელები იყვნენ? თუ ფეხმძიმე ქალები როსტოვისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდნენ? სამშობიაროში ვინმე რუსულენოვნებს ამცირებდა? ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო? ის, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, უკვე ცხოველურობის საზღვრებსაც სცილდება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.