Foto

ოკუპანტების მიერ უკრაინაში, სუმის რეგიონის დაბომბვას 3 მოქალაქე, მათ შორის 13 წლის ბავშვი ემსხვერპლა

სუმის დაბომბვის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 

ოკუპანტებმა თავდასხმის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი მოკლეს მათ შორის 13 წლის ბიჭი და ორი ქალი. - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრო ჟივიცკის განცხადებით, რუსებმა დაბომბვა გვიან ღამით დაიწყეს, დაარტყეს საცხოვრებელ უბნებსა და გაზსადენს.