Foto

უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა

უკრაინაში ტყვეობაში 250-300 რუსი წვევამდელი ჩავარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მე შემიძლია გითხრათ, რამდენი მათგანია ტყვეობაში - იქ არანაკლებ 250-300 ადამიანია, მხოლოდ წვევამდელები“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

როგორც არესტოვიჩმა აღნიშნა, წვევამდელები ბევრ საინტერესო ინფორმაციას ყვებიან საომარი მოქმედებების გეგმასთან დაკავშირებით.

„წვევამდელებმა ბევრი საინტერესო რამ თქვეს. მათ ბევრი თქვეს სიარასა და დონბასზე, ასევე სირიის მეთოდებზე უკრაინაში. როდესაც ისინი ალყას არტყავენ ქალაქებს და ვერ იმარჯვებენ უკრაინულ ჯარზე, ცდილობენ, მოუგონ მოსახლეობას, როგორც ახლა ხდება მარიუპოლში“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რამდენი წვევამდელი იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ჯარში, თუმცა არ არის საბრძოლო მოქმედებების არც ერთი მიმართულება, სადაც არ არიან ასეთი მეომრები.

არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რუსული ჯარის პირად შემადგენლობაში, რომელიც იბრძვის უკრაინაში, მინიმუმ ნახევარი - წვევამდელია.