რუსეთი ევროპის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-სა და ევროკავშირის მიერ უძველესი ევროპული ორგანიზაციის მორჩილებით გარდაქმნაში დასავლური უპირატესობებისა და ნარცისიზმის შესახებ, რაც კიდევ ერთ პლატფორმად გადაქცევას გულისხმობს. დაე, ისიამოვნონ ერთმანეთთან კომუნიკაციით, რუსეთის გარეშე", - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ არამეგობრული სახელმწიფოები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში უმრავლეობას, აგრძელებენ ორგანიზაციისა და მთელი რიგი ჰუმანიტარული თუ სამართლებრივი სივრცის განადგურებას მსოფლიოს ნაწილში.
„მოვლენათა მიმდინარეობა შეუქცევადი ხდება. რუსეთი არ აპირებს შეეგუოს კოლექტიური დასავლეთს მიერ განხორციელებულ იმ დივერსიულ ქმედებებში მონაწილეობას, რომელიც „კანონზე დაფუძნებული წესრიგით" საერთაშორისო სამართლის გათელვას გულისხმობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press