Foto

პუტინი უკრაინაში შეჭრაზე - სხვა გზა უკვე არ გვქონდა, ეს დონბასელების დასახმარებლად გავაკეთეთ

„ეს იყო ჩვენი ვალდებულება, მათი დახმარება, რომ მხარი დაგვეჭირა ამ დონბასელებისთვის. სხვა გზა უკვე არ გვქონდა, ამ საკითხის სხვანაირად გადაჭრის სხვა შანსი არ დაგვიტოვეს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, მას სჯერა, რომ დონბასის „დახმარებით“, იგი „სწორად იქცევა“.

„ეს იყო ჩვენი ვალდებულება, მათი დახმარება, რომ მხარი დაგვეჭირა ამ დონბასელებისთვის. სხვა გზა უკვე არ გვქონდა, ამ საკითხის სხვანაირად გადაჭრის სხვა შანსი არ დაგვიტოვეს. ის, რომ ჩვენი მოქალაქეები ასე ეხმაურებიან იმ ადამიანთა დამხარების საჭიროებას, ვინც გასაჭირშია, ეს ბევრზე მეტყველებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთლიანობაში ხალხი მხარს უჭერს ჩვენს ქმედებებს და მეტყველებს, რომ სწორად ვიქცევით დონბასის მხარდაჭერით“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.