„10 მარტის დილის 11 საათისთვის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნატო-ს ქვეყნებს, უკრაინის თავზე ცა დახურონ.
მისი განცხადებით, „რუსეთის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების სისასტიკისთვის და ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის - თავისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს“.
„2022 წლის 10 მარტის დილის 11 საათისთვის, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში, საჰაერო დარტყმის შედეგად დაინგრა 7 კერძო სახლი, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი (ხუთი წლის გოგონა და ორი შვილი 2021 წელს დაბადებული). ხარკოვის რაიონის სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობის დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა. ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკეში ღამით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონამ გადარჩენა მოახერხა. კიევის ოლქის ქალაქ ირპინში, მძიმედ დაიჭრა 10 წლის გოგონა, რომელიც ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების სისასტიკისთვის და ჟენევის ყველა კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა გადაჭარბებულ ფასს იხდის - თავისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. მე დაჟინებით მოვითხოვ, ნატოს ქვეყნები დაეხმარეთ რუსული ტერორიზმის შეჩერებას - დახურეთ ცა უკრაინის თავზე!!“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press