„კიევი შემოჭრის საფრთხის ქვეშაა. სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას“, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქში, გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. ასევე, ღიაა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობაც.
„კიევის ხელისუფლება დედაქალაქის საარსებო წყაროს უზრუნველყოფას აგრძელებს. მუშაობს კომუნალური საშუალებები. ქალაქში არის გათბობა, წყალი, განათება, ინტერნეტი. აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების უმეტესობა ღიაა. მიუხედავად ამისა, დედაქალაქი შემოჭრის საფრთხის ქვეშ მაინცაა. ამიტომ, სამხედროებთან ერთად ვაგრძელებთ კიევის გამაგრებაზე ზრუნვას. ჩვენ ჩვენს დამცველებს ვაძლევთ საკვებს და აღჭურვილობას, რომელიც მოდის კიევისა და უკრაინის მეგობრებისგან“, - აღნიშნა ვიტალი კლიჩკომ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press