რუსეთის ლიდერმა, ვლადიმირ პუტინმა, ყველა გეგმა რაც გათვლა ჩავარდა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყებამდე იყო გაკეთებული. ახლა სწორედ მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უაზრო და უსაფუძვლო ომი. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოსეფ ბორელმა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ნუ ცდილობთ ჩვენს შორის სოლი ჩააგდოთ. ჩვენ ისე ვართ გაერთიანებულები, როგორც არასდროს. არასოდეს მინახავს წევრი ქვეყნები ასე გაერთიანებული ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან. პუტინი დარწმუნებული იყო, რომ დაიპყრობდა უკრაინას, მაგრამ ვერ შეძლო. მას სჯეროდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა, მაგრამ ვერ შეძლო, ფიქრობდა, რომ შეეძლო ტრანსატლანტიკური კავშირების შესუსტება, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა მან უნდა შეაჩეროს ომი“, - თქვა ბორელმა. მან გაიხსენა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო, ამის ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ახლა ყველას შეუძლია ნახოს რა ხდება პირდაპირ ტელეეკრანიდან. რუსები მასიურად და განურჩევლად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი მილიონი ლტოლვილი გაჩნდა. „ჩვენი ბრალია, რომ ორი მილიონი ლტოლვილია? არა. რუსეთი აწარმოებს ომს ისევე, როგორც სირიაში, როგორც ჩეჩნეთში, ბომბავს და ანადგურებს ქვეყანას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მან აღნიშნა, რომ დღეს ევროკავშირის ლიდერები ორ ძირითად მიმართულებით იმუშავებენ. პირველი ეხება რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებას, რათა შეაჩეროს ეს გიჟური ომი და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დიპლომატიური საშუალებებით და სანქციებით. დისკუსიის მეორე მიმართულებაა ევროკავშირის მდგრადობის გაზრდის გზების იდენტიფიცირება, კერძოდ მისი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. ამ კონტექსტში, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები განიხილავენ მცდელობებს, რათა შეიქმნას ძლიერი ეკონომიკური საფუძველი, რათა უპასუხონ დღეს რუსეთიდან მომავალ გამოწვევებს.
ბორელმა ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა ევროკავშირი უფრო დაცულად იგრძნოს რუსული გაზის გარეშე.
„ჩვენ ბევრად უფრო უსაფრთხო ვიქნებით. ნაკლები გაზი უნდა დავხარჯოთ, ნაკლები გაზი გამოვიყენოთ - ამას მოითხოვს ჩვენგან კლიმატი. ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკა და კლიმატი ერთად მიდის“, - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press