უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავს პუტინის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუშია ნათქვამი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი დაშინება „არ გამოდგება“.
„ისინი ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, ხედავენ პოლიტიკოსებს, ხედავენ ეკონომიკურ მაგნატებს, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ყველა იყიდონ ან დააშინონ, მაგრამ ჩემზე დანამდვილებით იციან, რომ ეს არ გამოდგება. ამიტომ, არის ასეთი საფრთხე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი უკრაინელი ხალხის მიერ თავისი ქვეყნის დაცვას არ ელოდა.
„პუტინის ხალხმა უბრალოდ არ იცის უკრაინა, მაგრამ უკრაინა ასეთია. როცა უკრაინა შენთანაა, თავს დაცულად გრძნობ. ეს არის წესი, რომელიც ბევრმა დასავლეთშიც უნდა ისწავლოს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press