ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი გზა არ არსებობს.
UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, რუტემ ამის შესახებ ვერსალში (საფრანგეთი) ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მხარი დაუჭირა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო უკრაინის გვერდით დგას.
„პირველ რიგში, ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა სამხედრო მხარდაჭერით. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა სანქციების მკაცრ პაკეტს. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ნიდერლანდები უკრაინის გვერდით დგას, მაგრამ ამ პროცესში, არ არსებობს დაჩქარებული შესვლის მარშრუტი. ის არ არსებობს“, - განაცხადა რუტემ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press