Foto

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია არარსებულია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია არარსებულია.

„შეგვიძლია თუ არა, გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ.

1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ახლა ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საზოგადოების ყველა წევრ ქვეყანას. დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რეზოლუცია საკონსულტაციო ხასიათისაა.