ჩერნიგოვის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნიჟინი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ქალაქის მერი, ალექსანდრე კოდოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, უკანასკნელი ცნობებით, თავდასხმას 2 პირი ემსხვერპლა და დაშავდა 8 ადამიანი.
„2022 წლის 10 მარტი, საღამო. ეშმაკურად მოქმედებენ, ოკუპანტები, არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს, ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას დასახლებებში და მაგისტრალებზე. ასე რომ, ამ მომენტში უფრო უსაფრთხოა სახლში დარჩენა ან თავშესაფარი.
დღეს, 14:20 საათზე, რუსეთის ფედერაციის „ქარიშხლის“ მიერ დაბომბვა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულსა და 2 დაღუპულზე. აფეთქების შედეგად დაზიანდა 40 მეტრი თერპლოტრა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, დღის ბოლომდე გათბობა სახლებში უნდა აღდგეს.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 სახლი, სარემონტო სამუშაოები ხვალ განახლდება. მე-17 სკოლაში, 25-ე საბავშვო ბაღსა და მე-6 საოჯახო მედიცინის ამბულატორიაში, აფეთქების შედეგად მინები დაზიანდა, შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციის შედეგებს აცილებენ. სოციალური სერვისები ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ მოსახლეობის შესაბამის კატეგორიებს“, - აღნიშნა ნიჟინის მერმა, ალექსანდრე კოდოლამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press