უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ მან გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„თვეების წინ, როცა რუსეთი შემოჭრილი არ იყო, ყველამ დაინახა, რომ კრემლის მიერ შემოჭრა შესაძლებელი იყო. ჩვენ საზღვარზე ჯარები იყო განლაგებული. მე მოვუწოდე დასავლეთს, დაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსებს თავდასხმაზე არ ეფიქრათ. ვუთხარი, მიეცით უკრაინას ისეთი მხარდაჭერა, რომ ვიცოდეთ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია-მეთქი, არც ეს გააკეთეს“.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებს ანადგურებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, უკრაინა, მაინც არასაკმარის სამხედრო დახმარებას იღებს.
„გესმის? ისინი ლტოლვილებსაც კი კლავენ. მათი რაკეტები ურტყამს სახლებს, უნივერსიტეტებს, ეკლესიებს. ეს არის ბარბაროსობა. დიახ, ჩვენ ვიღებთ იარაღს. მაგრამ აშკარად მეტი გვჭირდება, რადგან ბარბაროსობა არ წყდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press