უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან. - ასე ეხმაურება ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის მისწრაფებებს უთხრეს "დიახ" და ახლა ჯერი უკრაინაზეა.
"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს "დიახ" უკრაინის ევროინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან", - წერს ნაუსედა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press