მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ქალაქში არსებული კატასტროფული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა.
მისი თქმით, რუსული ჯარები დაბომბავს საცხოვრებელ უბნებზე ახორციელებენ და ხელს უშლიან მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
"დღეს არის ომის მე-15 დღე კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩვენ გადავიტანეთი ორი ჯოჯოხეთური დღე, არმაგედონი, რომელიც რუსულ-ფაშისტურმა ჯარებმა მოაწყეს. ისინი უმოწყალოდ ისვრიან აკრძალული იარაღიდან. ეს არის გენოციდი, რომელსაც რუსული არმია აკეთებს. ოკუპანტებმა ტერორისტი პუტინის მეთაურობით მშვიდობიანი მარიუპოლის წინააღმდეგ ომი მოაწყვეს“, - განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ოკუპანტებს ტყვედ მარიუპოლის 400 000 მხცოვრები ჰყავთ, რომლებიც ყოველდღე ჰუმანიტარული დერეფნებს ელოდებიან. მანვე დასძინა, რომ უკვე მეექვსე დღეა, ჰუმანიტარული ტვირთი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლამდე ვერ აღწევს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press