Foto

პუტინი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვას დათანხმდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა.

„თუ თქვენ ხედავთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურს საკუთარი ნებით, მით უმეტეს, არა თანხის სანაცვლოდ ჩამოვიდნენ და გაუწიონ დახმარება ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ დონბასში - მაშინ უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიები და დავეხმაროთ მათ გადავიდნენ საბრძოლო  მოქმედებების ზონაში“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ დაქირავებულ მებრძოლების მობილიზებას სამხედრო კონფლიქტში და „ამას აკეთებენ ღიად, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევით“.