ევროკომისიამ უკრაინას 300 მილიონი ევროს ოდენობის, ახალი გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი გაუგზავნა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიკრობლოგ Twitter- ზე განაცხადა.
„პუტინის ომი უკრაინის მამაც ხალხზე ძლიერ სამხედრო და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს. ევროპა მათ მუდმივად დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„დღეს, ჩვენ 300 მილიონი ევროს ღირებულების გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარება გავუგზავნეთ უკრაინას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს 1,2 მილიარდი ევროს პაკეტიდან არის პირველი გადახდა. „შესაბამისად, შემდეგი წინ არის“, - დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press