უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ტერაქტის მომზადების შესახებ ბრძანება გასცა, რომელზე პასუხისმგებლობაც, მისი სურვილით, უკრაინას უნდა „დაეკისროს“. ინფორმაციას Unian ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფაში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის, რუსი ოკუპანტები ცდილობენ თავიანთი ყალბი „მტკიცებულებები“ შექმნან.
გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, მსოფლიო საზოგადოების მიმართ „ბირთვულ შანტაჟი“ მოაწყოს, რათა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტონ.
ამ დროისთვის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანად გათიშულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მონიტორინგის სისტემებთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press