უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პარასკევს, კიევის ქუჩებიდან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ მოსახლეობის დასახმარებლად, 12 ახალი „ევაკუაციის დერეფანი“ მოაწყო.
მისი თქმით, ტვირთი საკვებითა და მედიკამენტებით მიემართება იზიუმის, ენერჰოდარის, ვოლნოვახას, პოლოჰის, ბუჩას, ჰოსტომელის, ბოროდიანკას, ანდრიივკას, მიკულიჩი მაკარივის, კოზაროვიჩისა და ასევე, მარიუპოლისკენ.
უკრაინელმა სამხედროებმა „ცეცხლის შეწყვეტა აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობისთვის უზრუნველყვეს“, დასძინა პრეზიდენტმა და ხაზგასმით აღნიშა, რომ თუ რუსეთი „სროლას კვლავ დაიწყებდა და ხელს შეუშლიდა ხალხის გადარჩენას, ისინი მსოფლიოსგან საკადრის პასუხს მიიღებენ“.
„მიიღებენ ისეთ პასუხს, რომ მათ თავად დასჭირდებათ ჰუმანიტარული მოვლის დერეფნები”, - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press