Foto

ჯო ბაიდენი - აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რათა რუსეთს „პრივილეგირებული ერის“ სტატუსი გაუუქმდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, რათა რუსეთს „პრივილეგირებული ერის“ სტატუსი გაუუქმდეს.

ცნობისთვის, „პრივილეგირებული ერის“ სტატუსი ორი ქვეყნის შეთანხმებაა, რომლის საფუძველზეც, მათ ერთმანეთთან ვაჭრობის საუკეთესო პირობები ენიჭებათ - დაბალი ტარიფები, შესაძლო მაქსიმალური იმპორტი და ა.შ.

„თითოეულიქვეყანა გადადგამს ნაბიჯს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის „პრივილეგირებული ერის“ სტატუსის ქონაზე. „პრივილეგირებული ერის“ სტატუსი ნიშნავს, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით ვაჭრობაზეა შეთანხმებული - დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და შესაძლო მაქსიმალური იმპორტი დაშვებულია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.