Foto

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში, ქიმიური იარაღი გამოიყენების შემთხვევაში, რუსეთი „მკაცრ ფასს“ გადაიხდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი „მკაცრ ფასს“ გადაიხდის, თუ ქვეყანა უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს.

„დაზვერვაზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ რუსეთი სერიოზულ ფასს გადაიხდის, თუ ისინი გამოიყენებენ ქიმიურ ნივთიერებებს“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა CNN-თან მას შემდეგ, რაც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ს მთავრობამ ადრე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ გამოიყენა ქიმიური იარაღი როგორც 2020 წელს, რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისას და 2018 წელს, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ, ინგლისში.